LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ ივნისს ბავშვები მუზეუმებს უფასოდ დაათვალიერებენ

511
berdzenishvili_2

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სამინისტროს სისტემაში შემავალ ყველა მუზეუმში ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის შესვლა უფასო იქნება.

მუზეუმები დამთვალიერებელს საინტერესო და მრავალფეროვან საგანმანათლებლო და საგამოფენო პროგრამებს შესთავაზებენ.

მუზეუმები:

  •  გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმი
  • აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
  • საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი – ხელოვნების სასახლე
  • ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი
  • საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
  • გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
  •  დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი
  • მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
  • ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი
  • ივანე მაჩაბლის მუზეუმი
  •  ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი
  • დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი
  • საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი
  • იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი
  • თელავის ისტორიული მუზეუმი
  •  ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი
  • ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი
  •  აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი
  •  ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
  •  გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი
  •  ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი
  •  ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი
  •  მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი
  • სმირნოვების მუზეუმი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები