LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირს, რომელმაც ყოფილი მეუღლე ავტომობილში გაგუდა და ხევში გადააგდო, მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს, ფსიქიატრიულ კლინიკაშიც გადიოდა მკურნალობას” – ადვოკატი

351
BeFunky-collage - 2023-06-06T222024.294

„პირს, რომელმაც ყოფილი მეუღლე ავტომობილში გაგუდა და ხევში გადააგდო, მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს, ფსიქიატრიულ კლინიკაშიც გადიოდა მკურნალობას”, – აღნიშნულის შესახებ ბრალდებულის უფლებადამცველმა ლევან მარსაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებული 2 კვირის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაშიც გადიოდა მკურნალობას და ფსიქოტროპულ წამლებს იღებდა.

„ამ ადამიანს აქვს საკმაოდ მძიმე ფსიქიკური პრობლემები. რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იყო მოთავსებული დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში და გადიოდა მკურნალობას. ის ფსიქოტროპულ წამლებსაც იღებდა.. ამ ეტაპზე ბრალის აღიარება, არ აღიარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ”, – ამბობს ადვოკატი.

„ყოფილი მეუღლე საკუთარ ავტომობილში თოკით გაგუდა“ – შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ცნობისთვის, ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე – 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგდო.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები