LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირს, რომელმაც “ბასიანის” სამ თანამშრომელს ესროლა, 16 წელი მიესაჯა

265
BeFunky-collage - 2020-09-28T160549.251
კლუბ BASSIANI-ის თანამფლობელი ნაჯა ორაშვილი წერს, რომ პირს, რომელმაც 2020 წლის 12 იანვარს, BASSIANI-ის შესასვლელში, კლუბის თანამშრომლებს ესროლა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა. ორაშვილმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
“დღეს დასრულდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი. 16 წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც 2020 წლის 12 იანვარს, BASSIANI-ის შესასვლელში, ცეცხლსასროლი იარაღით ჩვენი თანამშრომლების მიმართ 18 გასროლა განახორციელა და დაჭრა სამი მათგანი. მადლობა ყველას მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის. მადლობა მათ, ვინც ბოლომდე მიჰყვა პროცესს – სამართლიანობისთვის” – წერს ორაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, გამთენიისას, თბილისში, კლუბ “ბასიანთან” დამნაშავემ 18-ჯერ გაისროლა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიჭრა. დაჭრილები “ბასიანის” თანამშრომლები იყვნენ. ისინი სასწრაფოდ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ორ მათგანს ტყვია ფეხში მოხვდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ, ერთი ახალგაზრდა კი ზურგის არეში შედარებით მსუბუქად იყო დაჭრილი და სათანადო დახმარების გაწევის შემდეგ იმავე დღეს სახლში გაწერეს.
სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 39 წლის ბიძინა ჩაჩხიანი საკუთარ სახლთან დააკავეს. მას ასევე წაუყენეს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. გამოძიების ინფორმაციით, ჩაჩხიანი იმ დღეს კლუბში იყო და კლუბის დიჯეისთან შელაპარაკება მოუვიდა, ამ ინციდენტის გამო დაცვამ ჩაჩხიანს კლუბის ტერიტორია დაატოვებინა. თუმცა განაწყენებული გარკვეულ ხანში “ბასიანში” შეიარაღებული დაბრუნდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები