Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პირს, რომელიც 17 მაისს, ქარელში გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს არაფხიზელ მდგომარეობაში დაეჯახა და ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა 11 წლიანი პატიმრობა შეეფარდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირს, რომელიც 17 მაისს, ქარელში გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს არაფხიზელ მდგომარეობაში დაეჯახა და ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა 11 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

165
სასამართლო

„ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩადენილი ავტოავარიის შედეგად, ორი პატრულ-ინსპექტორის გარდაცვალების ფაქტზე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ქარელში ავარიას 2 პოლიციელი ემსხვერპლა – გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი შეეჯახა

ცნობილია ქარელში ავარიისას დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ვინაობა – უწყების ცნობით, პირი, რომელიც პოლიციის ეკიპაჟს არაფხიზელ მდგომარეობაში დაეჯახა, დაკავებულია

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 17 მაისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის განაპირას გაჩერებულ საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი ორი პატრულ-ინსპექტორი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარედგინა.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

?ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ალკოჰოლის ზემოქმედების…

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on Monday, 25 September 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები