LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიროტექნიკით დაშავებული 8 წლის მოზარდი დამწვრობის ცენტრში მოხვდა

79a6ec72687f48f7af77ca87cd648c3c_XL

პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. კლინიკაში სახის დამწვრობით 8 წლის მოზარდი შეიყვანეს. ინფორმაცია რადიო „ფორტუნასთან“დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ დაადასტურა. ექიმების ინფორმაციით, ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

წელს პიროტექნიკით დაშავებულთა საგანგაშო მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ასევე 11 დაშავებულია შეყვანილი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. დირექტორი  ირაკლი გოგინავა ამბობს, რომ დაშავებულებს მტევნის დაზიანება პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო ჰქონდათ მიყენებული.

გოგინავას თქმით, 4 პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან მდგომარეობა მძიმე იყო და თითების ამპუტაცია გახდა საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები