ორი მოზარდი დაშავდა ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 10 და 12 წლის ბავშვებს დაზიანებები ხელის არეში აღენიშნებათ.
როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში განაცხადეს, ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში ე.წ. ოცნების ქალაქიდან გადაიყვანეს.
„მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა. ხელში აუფეთქდა პიროტექნიკა, რის გამოც ჰქონდა ნახეთქი ჭრილობები. რაც შეეხება მეორე მოზარდს, ის კლინიკაში დაგხვდა გადაყვანილი,“ – განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ.