LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირი, რომელიც მწერალ სალმან რუშდის დაესხა თავს, იდენტიფიცირებულია

84
Capture

ნიუ-იორკის შტატის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, პირი, რომელიც მწერალ სალმან რუშდის დაესხა თავს, იდენტიფიცირებულია. ის 24 წლის ჰადი მატარია, ნიუ-ჯერსიდან.

რაც შეეხება სალმან რუშდის მდგომარეობას, ექიმები კრიტიკულად აფასებენ, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და კონტაქტური არ არის.

სალმან რუშდის ნიუ-იორკის შტატში ჩატაქუას ინსტიტუტის ღონისძიებაზე გამოსვლისას თავს დაესხნენ, მას 15-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

როგორც ცნობილია, ინდური წარმოშობის ბრიტანელ-ამერიკელი მწერლის წიგნის “ეშმაკეული აიების” გამოსვლამ რუშდის მიმართ ნეგატიური რეაქციები გამოიწვია. ირანის გარდაცვლილმა ლიდერმა აიათოლა რუჰოლა ჰომეინმა 1989 წელს გამოსცა ფატვა, იგივე ედიქტი, რომლითაც მწერლის სიკვდილით დასჯას მოითხოვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები