LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პირდაპირი მიზანია მომავალ თაობას ტვინი გამოურეცხონ” – აქცია-პერფორმანსი განათლების სამინისტროსთან

76
1

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ და 2008 წლის ომთან დაკავშრებით არსებული ჩანაწერი განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს.

პარტია “დროა” და სამოქალაქო მოძრაობები “სირცხვილია” და “შეცვალე”, განათლების უწყებასთან აღნიშნული სახელმძღვანელოს სასკოლო პროგრამიდან ამოღებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ვიდრე პროფესიონალები მუშაობას არ დაიწყებენ, სახელმძღვანელო პროგრამიდან უნდა ამოიღონ:

“ეს არის პირდაპირი მიზანი, რომ მომავალ თაობას ტვინი გამოურეცხონ. ეს არის ისტორიის გადაკეთების მცდელობა. ვიდრე პროფესიონალები არ დაიწყებენ ამაზე მუშაობას და ფართო დისკუსიები არ გაიმართება, ეს სახელმძღვანელო უნდა ამოიღონ პროგრამიდან”, – განაცხადა “სირცხვილიას” ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა.

აქციის მონაწილეების თქმითვე, ამ სახელმძღვანელოს საშუალებით, სახელმწიფო დონეზე მოხდება იმ შინაარსის გავრცელება, რომელსაც კრემლი ავრცელებს, რა, მათივე თქმით, დაუშვებელია.

შეგახსენებთ, პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 5 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს ფოტოები. ერთ-ერთ პარაგრაფში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციაა ასახული.

პროტესტი ეხება ქვეთავებს, რომელიც აგვისტოს ომს, “ვარდების რევოლუციას” და ბიძინა ივანიშვილს ეხება.

ამავე თემაზე:

განათლების სამინისტროს განმარტება ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერებთან დაკავშირებით

აქ ერთი დიდი შეცდომაა, ივანიშვილზე ქველმოქმედი კი არა „გველმოქმედი“ უნდა ეწეროს: შალვა ნათელაშვილი

გაურკვეველია, რაზე ხდება აჟიოტაჟის ატეხვა, როდესაც მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი: ფინანსთა მინისტრი ისტორიის სახელმძღვანელოზე

როგორც გვასწავლიდნენ ბელადებზე, ისეა ახლაც – საბჭოეთი არსად წასულა ამ სისტემისგან: ხათუნა სამნიძე