Air Georgia პირველი კომერციული რეისების შესასრულებლად ემზადება, – ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს, რომელიც ქართული ავიაკომპანიის დამფუძნებელს გიორგი კოდუას ესაუბრა.
„პროექტი მალე განხორციელდება, თვითმფრინავის შემოყვანა დღეების საკითხია. ფრენები შესრულდება ჰონგ-კონში, ჩინეთში, გაერთიანებულ სამეფოში და ასევე ევროპის მიმართულებით. რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენს კონტინენტზე ფრენის დაწყების შემდეგ, უნდა გავუგზავნოთ წინადადება შტატებს, ამაში ჩართულია ჩვენთან აშშ-ს საელჩოც. ოპტიმისტური გეგმით, ფრენები საქართველოდან შტატების მიმართულებით ერთ წელიწადში დაიწყება“, – ამბობს Air Georgia-ს დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“.
მისივე განმარტებით, უკვე განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია ამ დღეებში შედგება.