Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პირდაპირ და ღიად გეტყვით, რომ დასავლეთი ჩვენს პოზიციას სრულად იზიარებს: გიორგი ვაშაძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირდაპირ და ღიად გეტყვით, რომ დასავლეთი ჩვენს პოზიციას სრულად იზიარებს: გიორგი ვაშაძე

42
af6703840be31faf07d0625777445c5b

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრები მიმდინარეობს. ამ წუთებში „ლელო საქართველოსა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე და გიგა ბოკერია იმყოფებიან.

შეხვედრაზე იმყოფებოდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. როგორც მან ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აუდიენციის შემდეგ განაცხადა, საუბარი ეხებოდა იმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას დასავლეთმა შარლ მიშელის დოკუმენტის დამრღვევთა მიმართ.

„მე პირდაპირ და ღიად გეტყვით, რომ დასავლეთი ჩვენს პოზიციას სრულად იზიარებს და აქ საუბარია იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას დასავლეთმა. მე ვამბობ, რომ არ შეიძლება დაისაჯოს ქართველი ხალხი. უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც „ქართული ოცნებიდან“ უშუალოდ მიიღო გადაწყვეტილება შეთანხმებიდან გასვლის შესახებ”,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინტენსიური შეხვედრები იგეგმება.

“პირველი ეტაპი უნდა იყოს მკაცრი, მკაფიო გადაწყვეტილებები და მეორე ეტაპი უნდა იყოს მკაფიო ქმედებები. დასავლეთმა მკაფიოდ გაგვიმეორა, რომ შეთანხმება მათთვის ძალაშია,“- განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები