ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 489 შემთხვევა გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 89 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
“გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 400 ფიზიკური პირი დაჯარიმდა”, — აცხადებენ შსს-ში.
პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეები 20 ლარით ჯარიმდებიან. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის — 2 000-ით. იურიდიული პირები 10 000 ლარით ჯარიმდებიან. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
უწყება მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს.
თბილისში მხოლოდ 920 ახალი შემთხვევაა: კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკამ იკლო
კორონავირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა