LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირბადეების ტარების მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა, ნუ დაიღუპავთ თავს, მესამე ტალღის დიდი შანსია: ცერცვაძე

122
publika.ge-cercvadze

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ პირბადეების ტარების მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა.

ცერცვაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს აუცილებელად გაითვალისწინონ რეკომენდაციები, პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.

„ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, 70%-დან 43%-მდე შემცირდა პირბადეების ტარების მაჩვენებელი, ნუ იზამთ, ნუ დაიღუპავთ თავს. 43% იცით რას ნიშნავს?! ნიშნავს იმას, რომ არის დიდი შანსი მესამე ტალღის. მთელ ევროპას ეშინია მესამე ტალღის, გერმანიის კანცლერმა მხარეების პრემიერ-მინისტრებთან შეთანხმებით გაახანგრძლივა „ლოქდაუნი“, ასე შვება ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი და ე.ი. შეიძლება შემობრუნდეს ისევ ეს ინფექცია, ისევ გამკაცრდეს შეზღუდვები, ისევ გაგვიჭირდეს ეკონომიკურად და ისევ გაგვიჭირდეს ცხოვრება. საჭიროა პირბადეები. ცოტა ხანი გავიჭირვოთ. მოდით, ვიყოთ გონიერები, ვაქცინა შემოვიდა ბოლოს და ბოლოს, ახლა რამდენიმე თვე მოვითმინოთ და პირბადეები ვატაროთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები