LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირადმა ინსტრუქტორმა ჯანეტ ჯექსონის სიგამხდრის საიდუმლო გაამხილა

88

ჯანეტ ჯექსონი დედა პირველად 50 წლის ასაკში გახდა. ორსულობის პერიოდში ვარსკვლავმა 40 კილოზე მეტი მოიმატა, თუმცა, მშობიარობის შემდეგ მან საკმაოდ წარმატებულად შეძლო ზედმეტი წონის მოშორება.

მომღერლის პირადმა ინსტრუქტორმა, პაულეტა სიბლისმა ჟურნალ People-თან ჯექსონის სიგამხდრის საიდუმლოზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯანეტი დღეში ხუთჯერ იკვებება: თითოეული ჭამის დროს მის მიერ მიღებული კალორიების რაოდენობა 250-ს არ აღემატება, ამის პარალელურად კი, კვირაში 4-ჯერ ის ერთი საათის განმავლობაში ვარჯიშობს.

„ბევრს უკვირს, როდესაც იგებს, რომ ჯანეტმა კარდიოვარჯიშების გარეშე დაიკლო. ის მხოლოდ ძალის ვარჯიშებზეა გადასული, რისი წყალობითაც ვარჯიშის დამთავრების შემდეგ კალორიები წვას განაგრძობს. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ერთი საათი ირბინოთ, მაგრამ გაჩერების მომენტიდან ცხიმი წვას წყვეტს. ჩემი მთავარი მზიანი იყო, მისი სხეული ამემუშავებინა“, – განაცხადა ვარსკვლავის პირადმა ინსტრუქტორმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები