მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, რომელიც ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში მისმა კოლეგამ დიდი წვლილი შეიტანა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ექიმის ოჯახს მადლობას უხდის. ბურჭულაძე ამბობს, რომ მან გმირების ოჯახი პირადად გაიცნო.
“მადლობა ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელმაც ყველა ჩვენგანს გაგვახსენა რას ნიშნავს ღირსება და გაგვაერთიანა თანაგრძნობით, მადლობა ერთგული და მებრძოლი მეუღლის ეტალონს ქალბატონ თამილას, მადლობა მათ შვილებს. ბედნიერი ვარ, რომ პირადად გავიცანი გმირების ოჯახი, რომელმაც დღეს გაახარა მთელი საქართველო”, – წერს ბურჭულაძე.