LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირადად დავუკავშირდით თითოეულ ოპოზიციონერს და მათგან მივიღეთ დასტური – იმედი მაქვს, სიტყვას შეასრულებენ“ – სამნიძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

114
ხათუნა სამნიძე

„ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი პირადად დავუკავშირდით თითოეულ ოპოზიციონერს და მათგან მივიღეთ დასტური. დღეს უნდა იყოს 50 ხმა და შეთანხმების შესაბამისად შეიქმნას საგამოძიებო კომისია“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

როგორც სამნიძემ „პირველ არხს“ განუცხადა, იგი იმედოვნებს, რომ დეპუტატები სიტყვას შეასრულებენ:

„ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი პირადად დავუკავშირდით თითოეულ ოპოზიციონერს და მათგან მივიღეთ დასტური. დღეს უნდა იყოს 50 ხმა და შეთანხმების შესაბამისად შეიქმნას საგამოძიებო კომისია. იმედი მაქვს, ვინც სიტყვა თქვა, ამ სიტყვას შეასრულებს და კომისია შეიქმნება.

სიურპრიზებს დღეს არ ველოდები. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, მაგრამ შეთანხმებული ვართ, რომ ყველა დარბაზში იქნება. ვინმემ თუ შეთანხმება დაარღვია, მას პასუხების გაცემა საზოგადოებასთან მოუწევს, რა და როგორ მოხდა. დასტური არის „ნაცმოძრაობიდანაც.“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციამ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს, 11 აპრილს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით 10 აპრილს, დღის პირველ ნახევარში მიმართა.

ოპოზიცია მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს