Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„პირადად ჩემს ოჯახზე და ჩემს შვილებზე მიდის არნახული ზეწოლა! ხომ არ გგონიათ, სადმე წავალ? აგერ ვარ საქართველოში! სათითაოდ მოგივლით!“ – ლალი მოროშკინა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირადად ჩემს ოჯახზე და ჩემს შვილებზე მიდის არნახული ზეწოლა! ხომ არ გგონიათ, სადმე წავალ? აგერ ვარ საქართველოში! სათითაოდ მოგივლით!“ – ლალი მოროშკინა

487
Untitled design (1)

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი, ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ მის ოჯახსა და შვილებზე ზეწოლა ხორციელდება.

პარლამენტში ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ „ყიდულობს იარაღს“ და რომ მათ „სათითაოდ მოუვლის“.

„ახლა კარგად მომისმინეთ! კრიმინალურ პოლიციას უდევს ჩემი განცხადება!!!!

პირადად ჩემს ოჯახზე და ჩემს შვილებზე მიდის არნახული ზეწოლა!!!!

800 კაცია შემოსული მაიდნის მოსაწყობად!

მე, რომელიც არც პარლამენტარი ვარ და არც მთავრობის წევრი, ვცდილობ, დიპლომატიური გზით ვიარო და ავაცილო ნგრევა ჩვენს ქვეყანას, თურმე მე გყავართ ყველაზე ძალიან ყელში გაჩხერილი?

ხომ არ გგონიათ სადმე წავალ? აგერ ვარ საქართველოში!! ვყიდულობ იარაღს და გელოდებით!!!!!

თქვენი ფარჩაკი დ**ც!

სათითაოდ მოგივლით!!!!“, – წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.

1 მომხრე, 35 წინააღმდეგი – უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო

ქეთი ხატიაშვილი: „გთხოვთ, შეწყვიტოთ ოჯახის წევრების შეურაცხყოფა!.. საქართველოს ადგილი ევროპაშია…“

სახლებში მივარდნები და შვილებზე თავდასხმები – მოძალადის უცვლელი ხელწერაა… საკადრის პასუხს მიიღებთ! – ნინო წილოსანი