პიონჩანგში მიმდინარე ოლიმპიადაზე სპორტსმენებს სარეკორდო რაოდენობის პრეზერვატივები დაურიგეს. გავრცელებული ცნობებით, დარიგებული პრეზერვატივების რაოდენობა 10 000-ით აღემატება მათთვის სოჭის თამაშებზე დარიგებული დამცავი საშუალებების რაოდენობას.
საერთო ჯამში, ორგანიზატორებმა 110 000 პრეზერვატივი გასცეს.
”დამცავი საშუალებები სპეციალურ ყუთში მოთავსდება როგორც კაცების, ასევე ქალების საპირფარეშოებში”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
მიუხედავად ამისა, ისინი არ ფიქრობენ, რომ რაოდენობა სრულიად დაიხარჯება, ან სრულიად იქნება მიზნობრივად გამოყენებული, რადგან ძალიან ხშირად სპორტსმენები ოლიმპიური თამაშების სამახსოვრო სუვენირებად სწორედ იქ მიღებულ პრეზერვატივებს ინახავენ.