LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პილოტს შუა ფრენის დროს ჩასთვლიმა

111
pilot

სამგზავრო ლაინერის პილოტს შუა ფრენის დროს ჩაეძინა. ხომალდის კაპიტნის დასვენების კადრები როგორც ჩანს, მეორე პილოტმა გადაიღო და შემდეგ ქსელშიც მანვე გაავრცელა.

კადრები Boeing 747-ის ბორტზეა გადაღებული და მასზე ჩინეთის ავიახაზების, 20 წლიანი სტაჟის მქონე მფრინავია ასახული. სავარაუდოდ, მეორე პილოტს კოლეგასთან გახუმრება სურდა და ვიდეო ამიტომ გადაიღო, თუმცა საბოლოო ჯამში ორივე მათგანი დაისაჯა.

აღსანიშნავია, რომ ინსტრუქციის მიხედვთ, თვითმფრინავის პილოტებს ძილი მხოლოდ ხანგრძლივი რეისების დროს შეუძლიათ. ამ დროს სავარძელი საჭისგან მოშორებით უნდა იყოს გაწეული,რათა მართვის პულტს შემთხვევით ხელი არ მოხვდეს. ჩინელმა პილოტმა კი ორივე წესი დაარღვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები