პილოტი ქალი დაძრული თვითმფრინავიდან გადმოხტა და პოპულარობაც მოიპოვა. “დეილი მეილის“ ინფორმაციით, კაპიტანმა და მისმა ბორტგამცილებელმა გადაწყვიტეს, რომ სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული საცეკვაო გამოწვევისთვის მხარი დაეჭირათ. ალეხანდა მანრიკეზმა #კიკი შეასრულა და ვიდეო ქსელშიც გაავრცელა. რგოლში, რომელმაც უკვე 25 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა, კარგად ჩანს, რომ ქალბატონები მოძრავი თვითმფრინავის გვერდით ცეკვავენ.
შეგახსენებთ, რომ გამოწვევა – კიკი კანადელი რეპერის დრეიკის ჰიტის „In My feelings“-ის გამოსვლის შემდეგ დაიწყო და მას ათასობით ადამიანი შეუერთდა.