LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პიკოლინო“- თბილისში ბავშვის იტალიური ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზია გაიხსნა

1008

„პიკოლინო“ – ქართულ ბაზარზე  ბავშვის იტალიური ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია გაიხსნა.  როგორც „ფორტუნას“ „პიკოლინოდან“ აცნობეს,  ამ ეტაპზე მაღაზიაში  წარმოდგენილია 100 ერთეული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია და მათი ღირებულება 11 ლარიდან იწყება.

„ჩვენი მაღაზია, ძირითადად,  საბავშვო პროდუქციაზეა ორიენტირებული. მხოლოდ ფეხსაცმლის  200-მდე სახეობა გვაქვს. ამასთან „პიკოლინოში“ მშობლებს შესაძლებლობა აქვთ,  0-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის შეიძინონ სხვადასხვა სახის აქსესუარები, უფრო კონკრეტულად კოლგოტები, წინდები, წინსაფრები, ქუდები, ფაჩუჩები, ასევე თეთრეული მათი საწოლისთვის და სხვა“, – აღნიშნეს „პიკოლინოში“.

მათივე ინფორმაციით, მაღაზია თავისი კონცეფციით საკმაოდ ინოვაციურია – საბავშვო პროდუქციასთან ერთად „პიკოლინოში“ უფროსებისთვის საცვლებიც იყიდება.  „მოგეხსენებათ, მშობლები ძირითადად ბავშვებზე არიან ხოლმე ორიენტირებული და ხშირ შემთხვევაში, დროც არ რჩებათ საკუთარი სამოსის, ან საჭირო ნივთების შესაძენად. ამიტომ, ჩვენთან მოსულ მშობლებს ვთავაზობთ ცნობილი იტალური ბრენდების (“სნელიტა“, „კოტონელა“, „არის“, „რენატო ბალესტრა“ და სხვა)  ასევე „პიერ კარდენის“ საცვლებს, როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალბატონებისთვის. ამასთან, მანდილოსნები „პიკოლინოში“ კოლგოტების ყიდვასაც შეძლებენ“,  – განაცხადეს მაღაზიაში.

pikolროგორც „პიკოლინოში“ განმარტეს, მაღაზია 2 კვირაა გაიხსნა და ქართველი მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება უკვე საკმაოდ მზარდია.  „ვფიქრობთ, „პიკოლინო“ ქართულ ბაზარზე თავის ადგილს დაიკავებს. მითუმეტეს რომ, ბავშვის იტალიური ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია საქართველოში არც თუ ისე ბევრია.  ამასთან, გარდა უმაღლესი ხარისხის პროდუქციისა, რომელიც აბსოლუტურად ნატურალური ნედლეულით მზადდება,  „პიკოლინოს“ უპირატესობა მისი ფასებია, რომელიც თითქმის ყველა სეგმენტზეა გათვლილი.  ამიტომ, სწორედ ამ კუთხით ვგეგმავთ ბაზრის სხვა მოთამაშებისთვის კონკურენციის გაწევას“, – აღნიშნეს მაღაზიაში.

მათივე ცნობით, „პიკოლინო“ ექსკლუზიურად თანამშრომლობს  რამდენიმე იტალიურ ქარხანასთან, საიდანაც პროდუქციის იმპორტს ახორციელებს.  მაღაზიას ასევე ექსკლუზიური პარტნიორობა აკავშირებს ”პიერ კარდენთანაც”.

ცნობისთვის, „პიკოლინო“  მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს გაიხსნა და პეკინის N24-ში მდებარეობს. მაღაზია ყოველდღე , 11:00-დან 21:00 საათამდე მუშაობს და აქ  ამ ეტაპზე 6 ადამიანია დასაქმებული.   როგორც „პიკოლინოში“ განმარტეს, თუ ეს ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდება, მომავალ წელს გაფართოება და კიდევ რამდენიმე მაღაზიის გახსნა  იგეგმება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები