Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პიკეტირება სრულდება: შეძლებენ თუ არა სტუდენტები სწავლის გაგრძელებას – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკეტირება სრულდება: შეძლებენ თუ არა სტუდენტები სწავლის გაგრძელებას

60

განათლებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტმა „აუდიტორია 115“-ის მოთხოვნების შესაბამისად, დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებებს გულისხმობს. კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, სტუდენტებისთვის მიცემული პირობა შეასრულა, ახლა კი ჯერი „აუდიტორია 115“-ის წევრებზეა, რომლებმაც საპასუხო ნაბიჯი უნდა გადადგან და დაასრულონ თსუ-ს მეექვსე კორპუსის პიკეტირება.

ჯაში იმედოვნებს, რომ 9 მარტს 800-ზე მეტ სტუდენტს სწავლის შეუფერხებლად გაგრძელების საშუალება მიეცემა.

კანონპროექტი ითვალისწინებს 4 ძირითად ცვლილებას:
1. საფაკულტეტო საბჭოში ყველა სტუდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს;
2. სენატსა და საფაკულტეტო საბჭოებში ბაკალავრიატის სტუდენტებთან ერთად მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებსაც მიეცემათ არჩევის უფლება;
3. ყველა სტუდენტს ექნება თანაბარი წვდომა ერთობლივი სტუდენტური ინიციატივების დაფინანსებაზე;
4. კანონპროექტის 45-ე მუხლის ცვლილება, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებას ეხებოდა და რომელიც „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, მარიამ ჯაშის განმარტებით არ არის გათვალისწინებული, თუმცა, სტუდენტებთან შეჯერებული პოზიციით კანონპროექტის არსებულ ვერსიაში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თავად უნივერსიტეტის დონეზე უნდა გადაწყდეს, თუ როგორ სტუდენტურ ორგანიზაციას აირჩევენ ისინი და ერქმევა მას „სტუდენტური თვითმმართველობა“, „კლუბი“, „ასამბლეა“ თუ სხვა.

რეგლამენტის მიხედვით, კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე მომდევნო ორშაბათს გავა, შემდეგ დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები.

რაც შეეება კანონის პლენარულ სხდომაზე გატანასა და დამტკიცებას, ჯაში ვარაუდობს, რომ ეს დაახლოებით 3-4 კვირის ვადაში მოესწრება.

განათლებისა და კულტურის კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ, „აუდიტორია 115“ მეექვსე კორპუსის პიკეტირებას დღეს საღამოს დაასრულებს. როგორც სტუდენტები „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობენ, მეექვსე კორპუსიდან გამოსვლის ზუსტი დრო, ჯერჯერობით, არ იციან.

 

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები