კომპანია Ram-მა თავისი პიკაპების განსხვავებული, ზედმეტად შავი ვერსია წარადგინა.
გაფორმება Black Edition – ეს არის დაბურული მინები, შავი მილები, გრაფიტიანი 22 დიუმიანი დისკები და კაპოტი რომელზეც გამონაბოლქვის სისტემაა დამონტაჟებული. „ძალიან შავ“ Ram-ს მწარმოებელი სეგმენტის „ყველაზე მდიდრულ პიკაპს“ უწოდებს. მოდელი წინამორბედის მსგავად ძრავების- V6 3.0 ლიტრის მოცულობის, V8 5.7 ლიტრის მოცულობის და ასევე ჰიბრიდული V6 3.6 ლიტრის მოცულობის ვარიაციებშია წარმოდგენილი.
უნიკალური სერია გაყიდვაში უკვე ჩაეშვა და მისი საბაზისო ვერსიის ღირებულება 53 690 დოლარია. აღსანიშნავია, რომ მოდელს ცოტა უფრო მსუბუქი ვერსია Night Edition-იც ექნება და ის ბაზარზე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება, ფასი კი მხოლოდ 37 995 დოლარი იქნება.