პიცა და რეზინის ჩექმები – ასე ემსახურებიან დატბორილი ვენეციის ერთ-ერთ რესტორნაში მომხმარებლებს.
ვენეციაში სტიქიის შედეგად დატბორილი ქუჩებიდან წყალი შენობებშიც შევიდა, თუმცა ამას ქალაქის სრულად პარალიზება არ გამოუწვევია.
ტურისტები და ადგილობრივები კვლავ ახერხებენ რესტორნებში სიარულს და მათთვის ტრაგედია კატასტროფული არ არის.
“საბედნიეროდ აქ არის მოსე,” – წერენ სოციალურ ქსელში ვიდეოს ავტორები.
შეგახსენებთ, იტალიაში სტიქია ძლიერმა ქარმა გამოიწვია, რამდენიმე ქალაქში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები. ვენეციის 75% კი ქარიშხლის შედეგად დაიტბორა. სტიქიის შედეგად, ოთხი ადამიანია დაღუპული.