პიანისტი ალექსანდრე (ლექსო) თორაძე ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში, 11 მაისს გარდაიცვალა.
მუსიკოსი აშშ-ში გარდაიცვალა, სადაც 1983 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა.
ის 19 მაისს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.