LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PHR: მოსწავლის სექსუალურ შევიწროებაზე ერთ-ერთი საჯარო სკოლა სამართალდამრღვევად ცნეს

164
skola2

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, მოსწავლის სექსუალურ შევიწროებაზე ერთ-ერთი საჯარო სკოლა სამართალდამრღვევად ცნეს.

მათი ცნობით, შემთხვევა 2021 წელს მოხდა. არასრულწლოვანის მშობელმა კი სკოლას ამის შესახებ ამავე წლის აპრილში შეატყობინა.

PHR წერს, რომ თავდაპირველად ადმინისტრაცია შეეცადა, მშობელი დაერწმუნებინა, რომ მასწავლებლის ქცევა, მისი ხასიათიდან გამომდინარეობდა და „არ უნდა ენერვიულა“.

ამასთან, დირექტორი ცდილობდა, რომ ზეგავლენა მოეხდინა მშობელზე და დაერწმუნებინა, მასწავლებლის მიმართ საჩივარი არ არ დაეფიქსირებინა.

„დირექტორის ზეწოლის მიუხედავად, დედამ წერილობით მიმართა სკოლას და მოითხოვა რეაგირება მასწავლებლის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტზე. სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დაადგინა მასწავლებლის მხრიდან მხოლოდ ეთიკის წესების დარღვევა და მას გაფრთხილება გამოუცხადა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

სკოლის არაეფექტურობის რეაგირების გამო, 2023 წლის 17 აგვისტოს PHR-მა ბავშვის უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა. ორგანიზაციის ცნობით, სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენის მიზნით, მოსწავლის მშობელმა დისციპლინური კომიტეტის სხდომის აუდიო ოქმები მოითხოვა, თუმცა სკოლისგან უარი მიიღო.

„PHR-მა ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დარღვევის ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა.

ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ სკოლამ ბავშვისთვის აუდიო ფაილების არგადაცემით დაარღვია მისი უფლება, გაეცნოს მის შესახებ ინფორმაციას.

ამასთან დაარღვია მისი საპროცესო უფლებები, რაც ხელს უშლის სასამართლოსთვის მიმართვასა და საკუთარი უფლებების დაცვას,“ – წერს ორგანიზაცია.

მათივე ინფორმაციით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 15 აგვისტოს მიიჩნია, რომ სკოლამ დაარღვია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და ის სამართალდამრღვევად მიიჩნია.

„აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლეებს სამომავლოდ არ შეეზღუდოთ წვდომა დისციპლინური წარმოების მასალებზე,“ – აცხადებს PHR.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები