LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“Pfizer”-ის ვაქცინას 22 მარტის კვირაში, თვის ბოლომდე უნდა ველოდოთ: თამარ გაბუნია

66
Capture.JPG69565544

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო “Pfizer”-ის ვაქცინას ელოდებიან. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ რადიო “ფორტუნას” განუცხადა, ქვეყანაში ვაქცინას 22 მარტის კვირაში, თვის ბოლომდე უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინით სამედიცინო პერსონალის აცრა საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აცრილია 3818 ექიმი. საერთო ჯამში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე 5246 ექიმია დარეგისტრირებული.

ასტრაზენეკას ვაქცინით აცრის შემდეგ, ერთ ექიმს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, რის გამოც იგი გარდაიცვალა.