LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Peugeot 2021 წლისთვის 2 ელექტროქარს და 3 ჰიბრიდს გამოუშვებს

24

მსოფლიოს ავტომოტივის სპექტრში არსებული ტენდენცია უფრო მეტ ავტომწარმოებელს იზიდავს. გამოცემა Autocar-მა გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2021 წლისთვის, კომპანია Peugeot – 2 ელექტროქარსა და 3 ჰიბრიდულ მოდელს გამოუშვებს.

ესენია: ბოლომდე ელექტრონული მოდიფიკაცია ჰეთჩბექი 208 და ქროსოვერი 2008, ასევე ჯიპების ჰიბრიდული ვერსიები – 3008 და 5008, რომელიც კომპანიის საავტორო ხაზს – 508-ს ეკუთვნის. პირველი მოდელი წარმოდგენილი იქნება მოდულური შასით – CMP, ხოლო მეორე მოდელი პლათფორმის – EMP2-ის ბაზაზე აიგება.

ელექტროქარებს სრული დატენვის პირობებში 450 კმ-ის გავლა შეეძლებათ. ჰიბრიდულ მოდელები, სარეზერვო ენერგიის წყაროს მეშვეობით, ამ ნიშნულს 60 კმ-ით გაზრდის და ბატარეების სრულად შევსების პირობებში 510 კმ-ს გაივლის.

ფრანგული ავტომწარმოებლის ეკო-მოდიფიკაციები, როგორც ჩანს, ჯგუფის – PSA Peugeot-Citroen-ის ახალ სტრატეგიაზე მიანიშნებს. როგორც ცნობილი გახდა, 2019–2021 წლებში, შესაძლოა, კომპანიის სხვა 11 ,,მწვანე’’ მოდელიც ვიხილოთ.

ბოლო დროს საფრანგეთის მთავრობის მიერ გააქტიურებული კამპანია, რომელიც გარემოს დაცვისკენაა მიმართული, როგორც ჩანს, ადგილობრივ ბაზარზე, კონკურენტი კომპანიების წამახალისებელ ბიძგად იქცა.

ჯერ-ჯერობით უცნობია ეკო-მოდიფიკაციების ფასი, თუმცა გაირკვა, რომ ფრანგები ავტომობილების გაყიდვას შეზღუდული ტირაჟითა და საბაზრო არეალით არ აპირებენ. ,,მწვანე’’ მოდელები, როგორც ჩანს, მთელი მსოფლიოს ბაზარზე გაიყიდება.