LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ – რას წერს უკრაინული მედია

68
QYXOWSZDNVEQRFS3WM5DFCJ4ZI

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ.

უკრაინული მედია ქვეყნის საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი.

გამოძიება დაიწყო, შესაბამისი შეტყობინება ყოფილ პრეზიდენტს ფოსტით უკვე გაუგზავნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოროშენკო დონბასის რეგიონში სეპარატისტული ძალების დაფინანსებასთან არის დაკავშირებული.

საქმე ასევე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. ასევე გამოძიება დაწყებულია ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით.

“Strana” წერს, რომ პოროშენკო ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს, პოროშენკომ უკრაინა დატოვა.

პოროშენკოს პარტიაში კი ამბობენ, რომ ის დაგეგმილი ვიზიტებით სტამბოლსა და პოლონეთში იმყოფება.

როგორც ბრიფინგზე უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილმა მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა აღნიშნა, პოროშენკოს დაკითხვა კიევში 23 დეკემბერს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები