უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის შტატგარეშე მრჩევლად ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი დანიშნა. უცხოური მედიის ინფორმაციით, რასმუსენის შტატგარეშე მრჩევლად დანიშვნის შესახებ დოკუმენტი პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ანდერს ფოგ რასმუსენი ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტს 2014 წლის აგვისტომდე იკავებდა.