LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრო პოროშენკომ და მსოფლიო პატრიარქმა უკრაინული ეკლესიის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

79

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა უკრაინული ეკლესიის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ცერემონია, რომელიც სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქის რეზიდენციაში გაიმართა, ტელეარხ “112 უკრაინას” პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

„დღეს ისტორიული დღეა. უკრაინელები ღმერთს სთხოვდნენ, მათთვის ერთიანი მართლმადიდებელი, ავტოკეფალიური ეკლესია მიეცა. შეთანხმება, რომელიც დღეს გავაფორმეთ, ასრულებს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნის პროცესს და ქმნის ყველა პირობას იმისთვის, რომ ავტოკეფალიის მინიჭება მოხდეს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების სრული დაცვით“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები