LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრიაშვილის ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის

69

ჭრილობები, რომელიც ალექსი პეტრიაშვილს მიაყენეს, სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის, ამის შესახებ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისულმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
ზაზა სოფრომაძის თქმით, ექიმების ჯგუფი მუშაობს, მიმდინარეობს ოპერაცია, რომელიც დაახლოებით საათნახევარი კიდევ გაგრძელდება.

მანამდე კი რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განაცხადა, რომ პეტრიაშვილს თავში სავარაუდოდ, ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, ზურგის არესა და ფეხებში კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები