LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრიაშვილი უკრაინაზე: არის, შესრულდა მისია, ლიმანში 20-ე საარმიო კორპუსი ოთხივე მხრიდან ალყაშია! ჩვენები აგრძელებენ ტერიტორიების გათავისუფლებას

148
15F1FD9C-6135-4D1A-BB99-AB9639EDC3D0

„არის, შესრულდა მისია, ლიმანში ურდო, უფრო სწორად კი 20-ე საარმიო კორპუსი ოთხივე მხრიდან ალყაშია! ერთადერთი მომარაგების ტრასაც ჩვენების კონტროლის ქვეშაა!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი მინისტრი და პოლიტიკოსი, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი წერს და საზოგადოებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აცნობს:

„ამ „ქვაბიდან“ სულ ალყა-ალყა დამუშავებული ათასობით ორკი მოხვდება იოსიას კონცერტზე, ხოლო ლიმანის გათავისუფლების შემდეგ იწყება ლუჰანსკის ტერიტორიების გათავისუფლება!

პუტლერმა კი მოაწერა ხელი გუშინ ღამე ხერსონის და ზაპოროჟიეს „დამოუკიდებლად ცნობას“ (ტექნიკური ფორმალობა მიერთების წინ) და დღეს მსკ-ა დროით 3 საათზე ხელს მოაწერს 4 რეგიონის მიერთების დოკუმენტს, მაგრამ რაც უნდა იტრამპაცუმპონ გიორგიევსკი ზალა ოთახში პუტლერმა და მისმა ხროვამ, ადგილზე ვითარება სრულიად განახვავებულია!

პუტინმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა

ჩვენები აგრძელებენ წარმატებით წინ სვლას, ტერიტორიების გათავისუფლებას და ურდოს განადგურებას!

„გნიდა“ და „ტვარმა“ რუსებმა, როდესაც ფრონტის ხაზზე ყოფის ტირილი აქვთ, საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს ოდესაში, მიკოლაევში და დნეპრში მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს კლავენ ეს ტვარები!

ჩვენებმა გუშინ მიკოლაევის ცაში 2 სუ-25 გაანადგურეს და 4 დრონი ააფეთქეს! ოდესის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ კარგად იმუშავა და კამიკაძე დრონები ცაში ააფეთქა!

ბახმუტის მიმართულებაზე ისევ მაგრად დგანან ჩვენები. როგორც ჩანს, დამპალი „ვაგნერის“ პირად შემადგენლობას ბახმუტთან უწერია ჩაქვესკნელება.

ყოველ დღე მოდის ამბები ახალ-ახალი მეთაურების დაკაბზონების შესახებ!
ამერიკა შეისყიდის სამხრეთ კორეისგან 3 მილიარდი დოლარის სარაკეტო სისტემებს და თავად რაკეტებს და ჭურვებს, რომელსაც ჩეხეთის გავლით მიაწვდის უკრაინას!

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში რუსეთის მიერ გამართული ე.წ. რეფერენდუმის საპასუხოდ სანქციების პაკეტი გამოაცხადა

დღეს რაშკასტანი კანცერტსაც მოაწყობს, მითამ იზეიმებს მიერთებას და მერე პუტლერი წაასხამს მასიურად ახალ-ახალ პარტია მობილიზებულებს ფრონტის ხაზზე, თანაც ქვეყნიდან უკვე ვეღარავინ გავააა (ლარსთან დაიწყო უკვე კლება დეზნაკადების)!

ჩრდილოეთ ნაკადის გაზასადენებმა ბალტიის ზღვაში ჩაილურის გაზიანი წყალი დალია! ყველა მხარე თანხმდება, რომ დივერსია იყო.

ოღონდ, მთელი ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ პუტლერის მოწყობილი დივერსია იყო. პუილო/პუტლერმა კი, როგორც სჩვევია, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოითხოვა, რომ დასავლეთი დაადანაშაულოს აფეთქებაში!

უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ფედერაციასთან შეერთებასთან დაკავშირებით ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების გეგმას – ნატო

ასეა თუ ისე, ნორდსტრიმებით გაზის ევროპაში მიწოდების ხანა დასრულებულია. მობიკების ახალი შტაპელების განსათავსებლად და საკუთარი ძალებით შესასვსებად ემზადება ლუკაშია მათხუარი! ეგრე იცის შაკალ ტაბაგასავით შერხანის უკანალის პრიალმა! არ ასცდება იგივე, რაც მოხვდება პუტლერს!

უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ინგრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!“– წერს ალექსი პეტრიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები