LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრე ცაავა: პატრიარქი მამალაძეს სოდომური ცოდვის ფილმების ჩვენებას სთხოვდა

1596
mamaladze,dimitri,ilia

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძეს “სოდომური ცოდვის ფილმების” ჩვენებას სთხოვდა. პეტრე ცაავას მტკიცებით, მსგავსი ფილმების ლინკები პროკურატურამ გიორგი მამალაძის ტელეფონში აღმოაჩინა და მამალაძემ არ უპასუხა, თუ რატომ იყო ეს ფილმები მისი ბრაუზერის ისტორიაში.

როცა მამა გიორგი მამალაძე, პროკურატურის საქმეში არის კონკრეტული პუნქტი, სადაც მისი ტელეფონი როდესაც გაიშიფრა, იქ არის სოდომური ცოდვის ფილმები ნანახი. რა თქმა უნდა, მან პასუხი არ გასცა. მე გავცემ პასუხს – ის ამბობს რომ არაერთგზის საღამოს კათალიკოსი თხოვდა ასეთი ფილმები ეჩვენებინა მისთვის. კათოლიკოს-პატრიარქს ინტერესი ჰქონდა და მის თანმხლებ პირებს, სამღვდელოსაც და საეროსაც, თხოვდა. მამაომ ეს მომიყვა საპყრობილეში, მაგრამ მამაომდე რამდენიმე ფაქტი ვიცი საერო და სასულიერო პირისა, ამ სახელებს დავასახელებ სინოდის სხდომაზე

მე ვთქვი, არის ფაქტები, რომ ტაძარში, საკურთხევლებში აუპიატურებენ სტიქაროსნებს და მსახურებს თუ სხვებს. თუ დავიწყებთ ამაზე მსჯელობას, უნდა დავიწყოთ ეკლესიით. ეკლესიით უნდა დაიწყოს განწმენდა – გათავისუფლება ცოდვისგან. არ შეიძლება უზნეობას ებრძოდე ორი ხელით – ერთი ხელით მფარველობდე საპატრიარქოში და მეორე ხელით ებრძოდე – აი კინოფილმთან მიმართებით რაც ხდება. შეუძლებელია ზნეობის დამყარება ორმაგი სტანდარტით”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები