LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვის ქალიშვილი ამბობს, რომ მის მიმართ დაწესებული სანქციებით შეწუხებულია

793
Untitled design - 2022-03-20T021957.753

ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერის ქალიშვილი ელიზავეტა პესკოვა ამბობს, რომ შეწუხებულია მის მიმართ დაწესებული სანქციებით და მათ უსამართლოდ მიიჩნევს.

„მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ, ომი ისეთივე მოულოდნელი იყო ჩემთვის, როგორც ყველასთვის“, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის ქალიშვილი.

ადრე პესკოვა დროის მნიშვნელოვან ნაწილს პარიზსა და ნიუ-იორკში ატარებდა.

„სასაცილოდ მეჩვენება, როცა ამბობენ, რომ რუსეთში უნდა ვიცხოვრო“, – უთხრა მან ჟურნალისტებს 2017 წელს, როდესაც ის 19 წლის იყო.

ახლა ის სულ 24 წლისაა და თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ წარმატებული ადამიანია.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მან ინსტაგრამზე დაწერა „არა ომს“, თუმცა მისი პოზიცია მალევე წაშალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები