„NATO დე ფაქტო ჩართულია უკრაინის კონფლიქტში, მაგრამ ეს არანაირად არ მოქმედებს რუსეთის მიზნებზე“, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
აღნიშნულის შესახებ პესკოვმა რუსულ მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ „ოპერაცია“ გრძელდება.
„NATO დე ფაქტო ჩართულია უკრაინის კონფლიქტში, თუმცა ეს არანაირად არ მოქმედებს ჩვენს მიზნებზე. ოპერაცია გაგრძელდება და მას ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
დასმულ კითხვაზე, თუ რამდენად ართულებს სიტუაციას რუსეთისთვის ალიანსის ჩართვა, კრემლის პრესსპიკერმა უპასუხა, რომ „მნიშვნელოვნად უფრო რთულია.“
„როგორც ჩანს, ეს გვაიძულებს ჩვენი ეკონომიკური და სხვა ძალების მობილიზებას. კიევის რეჟიმი ერთია, NATO-ს პოტენციალი კი სხვა. ეს ნიშნავს დამატებით ტვირთს, თუმცა, ჩვენი პოტენციალი გვაძლევს შესაძლებლობას გავაგრძელოთ ოპერაცია ამ სიტუაციაში.“– განაცხადა დმიტი პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსები მიკოლაევს ე.წ. „კამიკაძე-დრონებით“ დაესხნენ თავს – უკრაინელებმა 11 დრონი ჩამოაგდეს. გარდა ამისა, რუსებმა საჰაერო თავდასხმა განახორციელეს კიევზე.
ჯოზეფ ბორელი: მორალური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი ომს აგებს
ოლენა ზელენსკა: უკრაინას ისტერიული ტერორით ვერ შეაშინებთ
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში