კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ლუჰანსკში ჩავიდა – ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
პესკოვის განცხადებით, ადგილზე რთულ ეკონომიკურ და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში პროფესიონალი სპეციალისტები მუშაობენ.
„პროფესიონალი ახალგაზრდები, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფო ორგანოებში, ასევე ბლოგერები, მედიას ხელმძღვანელობენ და ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებენ“, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
კრემლის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მათ ფედერალურ მედიასთან შედარებით დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: რუსეთისგან ყოველდღიურად 10-ზე მეტ კიბერშეტევას ვიგერიებთ
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ განაცხადა, რომ კრემლის სპიკერი ეწვია ლუჰანსკს, სადაც მან ლუჰანსკის და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკების“ მედიისა და პრესსამსახურების წარმომადგენლებისთვის სასწავლო პროგრამა გამართა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში