LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვი 21 წლის სამხედროს პატიმრობაზე: რუსეთი შეშფოთებულია.. გვაღელვებს ჩვენი მოქალაქის ბედი

158
Untitled design (9)

რუსეთი ფიქრობს ვარიანტებზე, თუ როგორ დაიცვას რუსი სამხედროები, რომლებიც უკრაინის სასამართლოს წინაშე წარდგნენ.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა და თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება შეშფოთებულია 21 წლის ვადიმ შიშიმარინის ბედით, რომელსაც უკრაინის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაღელვებს ჩვენი მოქალაქის ბედი. ჩვენ არ გვაქვს  შესაძლებლობა, მისი ინტერესები დავიცვათ, იმის გათვალისწინებით, რომ უცხოური ინსტიტუტები რეალურად არ მოქმედებენ კიევში”. – თქვა პესკოვმა.

მანვე აღნიშნა, რომ მოსკოვს არ აქვს ბევრი შესაძლებლობა, დაიცვას სამხედროების ინტერესები “ადგილზე”:

“მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ განვიხილავთ სხვა არხებით მცდელობების გაგრძელების შესაძლებლობას. რუსეთის თითოეული მოქალაქის ბედს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის სასამართლომ რუს სამხედროს, ვადიმ შიშიმარინს, ომის დანაშაულის გამო, უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

უკრაინული მედიის ცნობით, ეს არის პირველი რუსი სამხედრო, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის გასამართლდა.

ის მე-4 სატანკო დივიზიის კანტემიროვსკაიას დივიზიის მეთაურია.