LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერუს ექსპრეზიდენტი და მისი ცოლი დაიჭირეს

95

პერუში ექსპრეზიდენტი და მისი მეუღლე დააკავეს. ოლიანტა უმალა და ყოფილი პირველი ლედი ნადინ ერედია მომავალი 18 თვე სამართალდამცავთა მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან, ანუ მანამ სანამ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საქმის გამოძიება დასრულდება. ქვეყნის ყოფილი მეთაურის დაპატიმრების ორდენი პროკურორ გერმან ჰუარესის მითითებით გაიცა. პროკურორს ეჭვი ქონდა, რომ უმალა ქვეყნის დატოვებას შეეცდებოდა, ამიტომ გამოძიების პერიოდს პოლიტიკოსი ციხეში გაატარებს.


რაც შეეხება საქმის დეტალებს, უმალას ბრალი ვენესუელის პრეზიდენტისგან მოზრდილი თანხის აღებაში ედება. აღსანიშნავია, რომ თავად ექსპრეზიდენტი და მისი მეუღლე ბრალდებას უარყოფენ და არც არსად გაქცევას არ აპირებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები