LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი  საარჩევნო დარღვევებზე განცხადებას ავრცელებს 

90

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დამკვირვებელს უფლება აქვს, დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება ამომრჩეველზე ზეწოლის ან სხვა არაკანონიერი მიზნებისთვის.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩეველთა სია საჯაროა და მასში არსებული პერსონალურ მონაცემების დამუშავება უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზნებს.

“დამკვირვებელს აქვს უფლება, დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება ამომრჩეველზე ზეწოლის ან სხვა არაკანონიერი მიზნებისთვის.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავება განახორციელონ კანონის დაცვით.

“ინსპექტორის აპარატი მზად არის, კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების არაკანონიერი მიზნებით დამუშავების ფაქტებზე და შეისწავლოს დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მიერ მოწოდებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები,“ – აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებაში.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები