LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეპი ჩვენიანი არ არის: ფანებმა გვარდიოლას დასცინეს

12

პეპი არასოდეს ყოფილა ჩვენიანი: „ბაიერნის“ ფანებმა ხოსეპ გვარდიოლას დასცინეს.
როგორც ჩანს, მიუნხენში ყველა არ არის კატალონიელი მწვრთნელის ჰეგემონიით კმაყოფილი.
პლაკატი წარწერით Pep war eh nie unser Ding (გერმანულიდან თარგმანში – პეპი არასოდეს ყოფილა ჩვენიანი) „ალიანს არენის“ ფანების ტრიბუნაზე შაბათს „დარმშტადტთან“ შეხვედრისას გამოჩნდა.
სიტყვა Pep ამ ბანერის კონტექსტში ასევე აღნიშნავს ამფეტამინის სლენგურ სახელწოდებას, ხოლო პლაკატის გამოფენა პირველ წრეში „დარმშტადტის“ ფანების პერფორმანსის პასუხია. მაშინ გულშემატკივრებმა გაშალეს ბანერი წარწერით: „ჩვენი მდელო თქვენს პეპზე უკეთესია“.
ამაში სავარაუდოდ იგულისხმებოდა ალვის ხეების ჭალა, რომელიც „დარმშტადტის“ სტადიონის გარშემოა გაშენებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები