“კიევის მახლობლად რუსეთის ჯარების მოძრაობა, სავარაუდოდ, გადაჯგუფებაა და არა ჯარების რეალური გაყვანა,” – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არავინ უნდა მოტყუვდეს კრემლის განცხადებით.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს გადაჯგუფებაა და არა ჯარების რეალური გაყვანა და რომ ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე მასიური შეტევისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ კიევს საფრთხე არ ემუქრება. არავინ უნდა მოტყუვდეს კრემლის განცხადებით, რომ კიევის მახლობლად სამხედრო აქტივობას მოულოდნელად შეამცირებს“, – აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში