LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენსიონერმა ხელვაჩაურიდან მომენტალურ ლატარია ,,შვიდიანში’’ 20 000 ლარი მოიგო

146
131462150-1073214809767978-1727984267578878099-n

პენსიონერ ზურაბ ზაქარაძეს ხელვაჩაურში უკვე ყველა იცნობს, მისი ამბავი იქ ელვის სისწრაფით გავრცელდა და  ყველამ ლატარიის თამაში დაიწყო, რადგან სწორედ ლატარიის წყლობით გახდა ხელვაჩაურში ზურაბ ზაქარაძე ყველაზე პოპულარული ადამიანი. მან ერთ ჩვეულებრივ დღეს, უბნის სასურსათო მაღაზიაში მომენტალური ლატარია ,,შვიდიანი’’ შეიძინა, რის შემდეგაც  მისთვის წარმოუდგენელი ამბავი მოხდა – მან 20 000 ლარი მოიგო.

როგორც თავად ამბობს ,,ისეთი შოკი მივიღე, ეხლაც ჯერ ვერ გამოვსულვარ ბაბუ, ცხოვრებაში იმდენი სიმწარე ვნახე, ალბათ მაღალმა ღმერთმა ამ მოგებით ჩემი დაწყნარება სცადა’’ – ზურაბ ზაქარაძეს მოგებული თანხა უკვე მისთვის სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე ჩაერიცხა. ჯერ კიდევ არ იცის რაში დახარჯავს მოგებულ ფულს, თუმცა იცის რომ გაუფრთხილდება და დაზოგავს, შვილიშვილებსაც  გაახარებს.

,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს ბატონ ზურაბს მოგებას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

კომპანია მომხარებელს სთავაზობს 6 მომენტალურ ლატარიას: ფარაონს, შვიდიანს, სამ შანს, ჯოკერს, 7-11-21-ს და ხელფასს. თამაშდება მაქსიმალური მოგებები 50 000 და 20 000 ლარი, ასევე 1000 ლარიანი ხელფასი 1 წლით.

მომენტალური ლატარიები იყიდება ,,მაგნიტის’’, ,,სპარის’’, ,,ავერსის’’ და ,,გალფის’’ ქსელში, ასევე ,,საქართველოს ფოსტის“ ჯიხურებსა და კომპანიის სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია მთელი დიდ სავაჭრო მოლებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები