პენსიონერ ჯულიეტა ილურიძეს სოფელ ოკამიდან საოცარი ისტორია აქვს, მან ლატარიის თამაში მას შემდეგ დაიწყო, რაც შვილის ოპერაციისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა დასჭირდა. 65 წლის ქალბატონის ოჯახი საკმაოდ რთული დილემის წინაშე დადგა, როდესაც ჯულიეტა ილურიძის შვილმა უეცრად გონება დაკარგა და თავი დაარტყა. რამდენიმე რთული ოპერაციის შემდეგ, მისი გადარჩენა მოხერხდა, თუმცა მას თავის ქალის ტრანპლანტაციის რთული ოპერაცია და შესაბამისად დიდი თანხა დასჭირდა.
ამ საოცრად მძიმე ისტორიას, საოცრად ბედნიერი დასასრული აქვს – ქალბატონმა ჯულიეტამ სისტემატურად ლატარიის თამაში დაიწყო. ყოველდღიურად, როდესაც სურსათის საყიდლად ოკამის ,,მაგნიტის’’ მაღაზიაში მიდიოდა, ხურდაში აუცილებლად მომენტალური ლატარიის რამდენიმე ბილეთს ყიდულობდა. ერთ-ერთი ასეთი შენაძენის დროს უკვე ჩვევად ქცეული ქმედებაც განახორციელა – მან მომეტალური ლატარია ,,7-11-21’’-ი იყიდა, გადაფხიკა და მაქსიმალური თანხა – 50 000 ლარი მოიგო.
ქალბატონ ჯულიეტა ილურიძეს მოგებული თანხა უკვე გადაეცა, მისი შვილის თავის ქალის ოპერაციაც უახლოესს მომავალში დაიგეგმება.
ეს დაუჯერებელი ისტორიაა, მაგრამ რეალური, სოფელ ოკამში ეს ამბავი უკვე ყველამ იცის და მთელ სოფელს ილურიძეების ოჯახის ბედნიერება უხარია, შეგიძლიათ ეწვიოთ ოკამს და თავადაც მიულოცოთ პენსიონერ ჯულიეტა ილურიძეს, რომელმაც ლატარიის თამაშით და მოგებით, საკუთარი შვილის სიცოცხლე გადაარჩინა.
,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ ექვსივე მომენტალური ლატარია -ფარაონი, შვიდიანი, ჯოკერი, სამი შანსი, ხელფასი და ,,7-11-21’’- ი შეგიძლიათ შეიძინოთ ,,მაგნიტის’’ ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით და მოგებული 100 ლარამდე თანხა იქვე სურსათშიც გადაცვალოთ.
გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!
R