LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენსიონერი გერმანიიდან რუსეთამდე ტრაქტორით ჩავიდა (ვიდეო)

21

გერმანელი პენსიონერი გერმანიიდან რუსეთამდე 1960 წელს გამოშვებული ტრაქტორით ჩავიდა. ვინფრიდ ლანგნერმა მოგზაურობა ქვემო საქსონიიდან დაიწყო და პეტერბურგამდე მისაღწევად დაახლოებით 2 თვე დასჭირდა.

81 წლის მამაკაცმა თავისი 57 წლის ტრაქტორით პოლონეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი გადაკვეთა და გზად ავტომობილის შეკეთება რამდენჯერმე დასჭირდა. მის ტრაქტორს საათში მხოლოდ 18 კილომეტრის გავლა შეუძლია, რის გამოც ვინფრიდი საკმაოდ ნელა გადაადგილდებოდა, გარდა ამისა, ის ხშირად ჩერდებოდა რათა დაესვენა და ძალები აღედგინა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში ჩასვლის შემდეგ პენსიონერმა იქ ერთი კვირა დაყო და უკან ისევ ტრაქტორით დაბრუნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები