LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენსია არ იზრდება და არჩევნებამდე დაივიწყეს ხალხი – ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს

83

“მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, რომელიც არ ეხმარება ჩვენი ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ ფენას, არ იზრდება პენსია და სოციალური დახმარება,” – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პენსიის გაზრდისთვის ბიუჯეტში საკმარისი რესურსია.

„ეს არის ბიუჯეტი, რომელიც არ ეხმარება სოფლის მოსახლეობას, რადგან არ არის გათვალისწინებული ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაცია, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ვერ დაგვიცავს უმუშევრობისგან, ვინაიდან არ არის გათვალისწინებული გადასახადების კლება. გარდა ამისა, ბიუჯეტი დაბალანსებულია 2-მილიარდიანი შიდა და გარე ვალით, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში აიღებს საქართველო და რა თქმა უნდა, ყველაფერი აქედან გამომდინარე ამ ბიუჯეტს ვერ ექნება „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერა.

პენსიის გაზრდა ეს არის მთავრობის პოლიტიკური არჩევანი, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ბიუჯეტში არის საკმარისი რესურსი, რომ კახეთის სამხარეო პროკურორმა წლის განმავლობაში 23- ჯერ აიღოს პრემია და ამის ფონზე არ არსებობს თანხა იმისთვის, რომ გაიზარდოს პენსია. მთავრობას არ აწუხებს პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ფენა და ეს არის პრობლემა,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბიუჯეტს მხარს არ უჭერს “ნაციონალური მოძრაობაც”. რომან გოცირიძის განცხადებით, ბიუჯეტი დაუბალანსებელია და იმ შეცდომებს იმეორებს, რაც ლარის გაუფასურების ერთ-ერთი წყარო იყო.

წარმოდგენილი ბიუჯეტი არაფერით განსხავდება იმ ვარიანტისგან, რასაც ვიხილავდით ერთი თვის წინ. ბიუჯეტი 38 მილიონით გაზრდილია. ამბობდნენ, რომ ფული არ არის, მაგრამ გამოძებნეს და ის დაწვრილმანებით გადანაწილდა სხვადასხვა მიმართულებით. ყველამ იცის, რომ პენსია არ მატულობს. ბოლო ორი წლის განმავლობაშიც არ მოუმატია. თუნდაც, რომ ჩაწერონ 10, ან 20 ლარი, ეს მაინც იქნება იმის გარანტია, რომ 2019 წელს მაინც გაიზრდება პენსია. ამასაც კი არ აკეთებენ და როგორც ჩანს, საერთოდ არ აინტერესებთ პენსიების ზრდა და მომავალ არჩევნებამდე დაივიწყეს ხალხი,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები