Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რატომ ვერ ჩართეს სააკაშვილი დისტანციურად – „ვივამედს ტექნიკური მოწყობილებები არ აქვს“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რატომ ვერ ჩართეს სააკაშვილი დისტანციურად – „ვივამედს ტექნიკური მოწყობილებები არ აქვს“

164
MIsa DA ABRAMIsVILI

ამ ეტაპზე კლინიკა „ვივამედში“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები და ამის გამო ვერ მოხდა მსჯავრდებულის სასამართლო პროცესზე ჩართვა, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესზე განაცხადა, რითაც უპასუხა სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვას, თუ რატომ ვერ მოხერხდა პროცესზე თავად სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში ჩართვა.

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი სააკაშვილზე: „რამდენადაც ვიცი მზად არის, რომ ჩაერთოს“

აბრამიშვილის თქმით, კლინიკაში შესაბამის ტექნიკურ საშუალებებს შესაბამისი გამართვა სჭირდება.

ამასთან, პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესის 1 თვით გადადებას ითხოვს.

შესაბამისი განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა გააკეთა.

რაც შეეხება ხაჭაპურიძის კითხვას, მან ითხოვა განმარტება, რატომ ვერ ჩართეს მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად მაშინ, როდესაც კლინიკა ტექნიკით აღჭურვილია.

„რატომ არ მოხდა ჩართვა? ზოგადად, ჩართვა ხდება ხოლმე მანქანიდან, ქუჩიდან. ნებისმიერი სიტუაციიდან ვერთვებით ხოლმე ადვოკატები, პროკურორები. რა არის მიზეზი, რომ ვერ ჩაერთო ჩვენგან 1 კილომეტრის მოშორებით, კლინიკა „ვივამედში“ მყოფი პატიმარი, რომლის დაცვას, ბადრაგირებას უზრუნველყოფს პენიტენციური სამსახურის დაცვის სამსახური, სადაც განთავსებულია უამრავი ტექნიკა. როდესაც სააკაშვილის სანახავად შევდივართ, გვაჩვენებენ და გვეუბნებიან, რომ რთავენ [კამერებს]. კლინიკა აღჭურვილია ტექნიკით. გუშინ იუსტიციის მინისტრი გამობრძანდა და რაღაც კადრების გავრცელებით იმუქრება. თუ ამდენი ტექნიკაა, რა არის მიზეზი, რომ ვერ ხერხდება პატიმრის ჩართვა“,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა

„2 საეჭვო შემთხვევა შემიძლია გავიხსენო“ – რა ვიცით მოსამართლე გიორგი არევაძეზე, რომელიც სააკაშვილის საქმეს განიხილავს