LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატი აცხადებს, რომ დევიდ სმიტმა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოში დაკითხვისას „სანდოობის ტესტი ვერ გაიარა”

157
Capture

“შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არასწორი ინფორმაცია და მონაცემები მიაწოდეს [დევიდ სმიტს], აქედან გამომდინარე გამოიტანა ის დასკვნა, რაც დადებულია. ყველამ დაინახა, რომ მან სანდოობის ტესტი ვერ გაიარა”, – ამის შესახებ პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტმა დასკვნა ადვოკატების და სხვა ექსპერტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაწერა.

“დევიდ სმიტის ჩვენებამ ძალიან ბევრი რამ გამოაშკარავა. მას დასკვნაში მოცემული აქვს, რომ თითქოს, სააკაშვილი მოწამლულია. როცა კონკრეტულ კითხვებზე მივედით, აღმოჩნდა, რომ დასაშვებ ზღვრის ფარგლებში იყო როგორც დარიშხანი, ასევე ვერცხლისწყალი და სხვა მძიმე მეტალები. ასევე, მან არ მიუთითა MRI-ის დასკვნაზე, თითქოს რაღაც ისეთი გამოვლინდა, რომ თავის ტვინში ცვლილებები გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ MRI-ის დასკვნაში ეს არ არის, მერე თქვა, მე არ მინახავს ეს დასკვნა, მაგრამ ნევროპათოლოგის დასკვნას დავეყრდენიო. მან რა დასკვნებიც გააკეთა, აღმოჩნდა, რომ ან ადვოკატის გადმოცემითაა, ან სხვა ექსპერტების დასკვნის საფუძველზეა. ვფიქრობ, ამ დაკითხვით, მისი დისკრედიტაცია მოხდა. თვითონვე აღიარა, რომ დარიშხანი აღმოჩენილი არ არის, ხოლო ვერცხლისწყალი ნორმის ფარგლებში იყო. დასკვნაში რატომ ეწერა, რომ სააკაშვილი მოწამლეს, ჩვენც ამას ვეკითხებოდით, მაგრამ ზოგადი პასუხი იყო ასეთი, მე რაც ადვოკატებმა, ექსპერტებმა მომაწოდეს, იქიდან ამოვედიო. მე ექსპერტის კეთილსინდისიერებაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არასწორი ინფორმაცია და მონაცემები მიაწოდეს, აქედან გამომდინარე გამოიტანა ის დასკვნა, რაც დადებულია. ყველამ დაინახა, რომ მან სანდოობის ტესტი ვერ გაიარა”,- განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

„სააკაშვილი მოწამლული იყო სხვადასხვა მეტალით.. ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ბარიუმი საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს იწვევს – მას ისეთ დაწესებულებაში გადაყვანა სჭირდება, სადაც დეზინტოქსიკაციაა შესაძლებელი, ასეთი აშშ-ში გვაქვს: ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები