LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება დღეს დაიწყება

83
penitentsiuri-samsakhuri-w-h

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას იწყებს.

პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 29-30 აპრილის 09:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო პირველ მაისს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს. პენიტენციური სამსახური გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“,-ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.