ლონდონში გახმაურებული ბიოგრაფიული ფილმის, „ფერარის“ პრემიერა შედგა. წითელ ხალიჩაზე კოლეგებს პენელოპა კრუსი შეუერთდა, რომელიც ამ დღეს განსაკუთრებულად გამოიყურებოდა, 49 წლის მსახიობი ფოტოგრაფების ობიექტივში გამჭვირვალე ქოლგით პოზირებდა. მას შავი კორსეტი და გრძელი ქვედაბოლო ამშვენებდა, რომელიც პასტელური ფერების ყვავილების პრინტით იყო გაფორმებული.
ცნობისთვის, ესპანელი მსახიობი ფილმში ლაურა ფერარის როლს ასრულებს.
ესპანური სილამაზე – 49 წლის პენელოპა კრუსი შავ კაბა-კომბინეზონში „ლანკომის“ ჩვენებაზე
ვიდეო: 49 წლის პენელოპა კრუსის თვალწარმტაცი გამოჩენა და ორი შთამბეჭდავი „ლუქი“ ფოტოსესიისთვის