ვენეციის კინოფესტივალი დღეს იხსნება და პირველი სტუმრებიც უკვე გამოჩნდნენ. კინოფესტივალის გახსნაზე პირველები პენელოპა კრუსი და პედრო ალმადოვარი ჩავიდნენ. ფოტოგრაფებმა რეჟისორი და მისი მუზა მაშინ გადაიღეს, როდესაც ისინი ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფს ხვდებოდნენ.
პენელოპა შეუდარებელი იყო „შანელის“ თეთრ ორეულში. მსახიობს პიჯაკი მინი-კაბასთან და ასევე თეთრ მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.